რუსეთში, გასულ 24 საათში COVID19-ით 317 ადამიანი გარდაიცვალა, რაც მაქსიმუმია მთელი პანდემიის განმავლობაში

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი 317-ით გაიზარდა. ეს მაქსიმუმია მთელი პანდემიის განმავლობაში.

საერთო ჯამში, 24 952 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის გამო. შტაბის მონაცემებიდან გამომდინარე, დაავადების პირობითი სიკვდილიანობა 1,72%-მდე შემცირდა.

გასული დღის განმავლობაში 63 პაციენტი გარდაიცვალა მოსკოვში, 49 – პეტერბურგში, 13 – როსტოვის მხარეში, 11 – მოსკოვის რეგიონში, 10 – სვერდლოვსკის მხარეში.

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 15,700-ით, 1 447 335-მდე გაიზარდა.

ზრდის ყველაზე დაბალი ტემპები დაფიქსირდა ჩეჩნეთის რესპუბლიკაში (0,2%), ჩუვაშის რესპუბლიკაში და ჩუკოტკის ავტონომიურ რეგიონში (0,5%), მოსკოვის რეგიონში, დაღესტნის რესპუბლიკაში, თათრეთის რესპუბლიკაში და ჩელიაბინსკის რეგიონში (0,6%).

ამჟამად 325 823 ადამიანია დაავადებული რუსეთის ფედერაციაში.

გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა, რომლებსაც ადრე კორონავირუსი დაუდგინდათ, დღეში 10 952-ით გაიზარდა, ეს მაქსიმალური მაჩვენებელია 24 ივნისის შემდეგ. ჯამში 1,096,560 პაციენტი განიკურნა ინფექციისგან. შტაბის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა წილი შემცირდა დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 75.8%-მდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად