რუსეთში გასულ 24 საათში, COVID19-ის შედეგად 77 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო ერთი დღის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის შედეგად 77 ადამიანი გარდაიცვალა რუსეთში. ამის შესახებ ქვეყნის ოპერატიული შტაბი იტყობინება.

გასული 24 საათის განმავლობაში, მოსკოვში COVID-19-ის შედეგად 12 პაციენტი გარდაიცვალა, ნოვოსიბირსკის რეგიონში – 7, ტულასა და სვერდლოვსკის რეგიონებში კი 5 ადამიანი გარდაიცვალა. რუსეთის სხვა რეგიონებში გარდაცვლილთა რაოდენობა 0-დან 3-მდე მერყეობს.

რუსეთში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 14,931-ს მიაღწია. კორონავირუსისგან დაღუპულთა უმეტესობა მოსკოვშია – 4,5 ათასი, პეტერბურგში და პოდმოსკოვიეს რეგიონში – 2.1 ათასი და 1.1 ათასი შესაბამისად.

კორონავირუსის შედეგად დაღუპულთა რაოდენობის თვალსაზრისით, რუსეთი მსოფლიოში მე-11-ე ადგილზეა. გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირებულია შეერთებულ შტატებში – 162,4 ათასი ადამიანი. მეორე ადგილზეა ბრაზილია, რომელმაც სამდღიანი გლოვა გამოაცხადა COVID-19- ით დაღუპული 100 ათასზე მეტი ადამიანის საპატივსაცემოდ. მას მოსდევს მექსიკა 52 ათასი გარდაცვლილით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად