რუსეთში, განვლილი 24 საათის განმავლობაში, Covid-19-ით ინფიცირების 1 786 შემთხვევა გამოვლინდა

გასული 24 საათის განმავლობაში, რუსეთში, ახალი კორონავირუსით ინფიცირების 1 786 შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევები დაფიქსირდა ქვეყნის 57 რეგიონში.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, რუსეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 18 ადამიანი შეადგინა, 12 მათგანი მოსკოვში გარდაიცვალა.

9 აპრილს, ქვეყნის ოპერატიულმა შტაბმა ინფიცირების 1 459 ახალი შემთხვევის შესახებ განაცხადა, ხოლო ერთი დღით ადრე – 1 175 შემთხვევის შესახებ.

აშშ-ის ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების მიხედვით, რუსეთი, ახალი კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობით მე-18-ე ადგილზეა. 10 აპრილის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 1,6 მილიონს აღემატება. ამავე მაჩვენებლით, ლიდერი ქვეყანა შეერთებული შტატებია (153,2 ათასი ინფიცირებული, 15,4 ათასი გარდაცვლილი), მას მოსდევს ესპანეთი (153,2 ათასი ინფიცირებული, 15,4 ათასი გარდაცვლილი)​, ხოლო მესამეზეა იტალია (143,6 ათასი ინფიცირებული, 18,2 ათასი გარდაცვლილი).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად