რუსეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 181 კაცი გარდაიცვალა და 8952 დაინფიცირდა

რუსეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ოპერატიული შტაბი განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8952 შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღესთან შედარებით 380-ით მეტი.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 396576 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირების სიხშირიანობა რუსეთში ტოლია 2 702-ის.

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 181 კაცი გარდაიცვალა, 51-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია 4 555 კაცის კორონავირუსით გარდაცვალება.

რუსეთში, კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,15%-ია, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების სიხშირიანობა 31,0

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა არის 167 469, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 42,23%-ია

ჩატარებული ტესტების რაოდენობა შეადგენს 10 316 200-ს – 70296-ს ყოველ მილიონ მცხოვრებზე

რუსეთი

ინფიცირებული – 396576 (+8 952)

მათ შორის, კრასნოდარის მხარე – 3 744 (+82); ადიღე – 813 (+19); ყარაჩაევ-ჩერქეზეთი – 1 005 (+54); ყაბარდო-ბალყარეთი – 2 750 (+77); ჩრდილოეთ ოსეთი*** – 2 907 (+49); ინგუშეთი – 2 044 (+44); ჩეჩნეთი – 1 209 (+17); დაღესტანი – 4 830 (+126)

განკურნებული – 167 469 → 42,23%

გარდაცვლილი – 4 555 → 1,15%

მათ შორის, კრასნოდარის მხარე – 31; ადიღე – 9; ყარაჩაევ-ჩერქეზეთი – 5; ყაბარდო-ბალყარეთი – 16 (+2); ჩრდილოეთ ოსეთი*** – 47 (+3); ინგუშეთი – 50; ჩეჩნეთი – 13; დაღესტანი – 226 (+25)

***ადგილობრივი მედიის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2957-მდე, ხოლო გარდაცვლილთა კი 51-მდეა გაზრდილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად