რუსეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 162 კაცი გარდაიცვალა და 9035 დაინფიცირდა

რუსეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ოპერატიული შტაბი განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 035 შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღესთან შედარებით 233-ით მეტი.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 414878 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირების სიხშირიანობა რუსეთში ტოლია 2 827-ის.

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 162 კაცი გარდაიცვალა, 24-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია 4 855 კაცის კორონავირუსით გარდაცვალება.

რუსეთში, კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,17%-ია, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების სიხშირიანობა 33,08

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა არის 175877, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 42,39%-ია.

ჩატარებული ტესტების რაოდენობა შეადგენს 10 923 108-ს ანუ 74 436-ს ყოველ მილიონ მცხოვრებზე

რუსეთი

ინფიცირებული – 405 843 (+9 268)

მათ შორის, კრასნოდარის მხარე – 3 908; ადიღე – 874; ყარაჩაევ-ჩერქეზეთი – 1 137; ყაბარდო-ბალყარეთი – 2903; ჩრდილოეთ ოსეთი*** – 3 005; ინგუშეთი – 2 127; ჩეჩნეთი – 1 247; დაღესტანი – 5096

განკურნებული – 171 883 → 42,35%

გარდაცვლილი – 4 693 → 1,16%

მათ შორის, კრასნოდარის მხარე – 33; ადიღე – 9; ყარაჩაევ-ჩერქეზეთი – 5; ყაბარდო-ბალყარეთი – 20; ჩრდილოეთ ოსეთი*** – 50; ინგუშეთი – 50; ჩეჩნეთი – 13; დაღესტანი – 260

***ადგილობრივი მედიის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3 055, ხოლო გარდაცვლილთა კი 56-ია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად