რუსეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 150 კაცი გარდაიცვალა და 8894 დაინფიცირდა

რუსეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ოპერატიული შტაბი განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 894 შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღესთან შედარებით 45-ით მეტი.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 326 448 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირების სიხშირიანობა რუსეთში ტოლია 2 224-ის.

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 150 კაცი გარდაიცვალა, 23-ით მეტი, ვიდრე წინა 24 საათში.

კორონავირუსით გარდაცვლილთა ასეთი დიდი რაოდენობა რუსეთში პირველად დაფიქსირდა.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია 3 249 კაცის კორონავირუსით გარდაცვალება.

რუსეთში, კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,00%-ია, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების სიხშირიანობა 22,1

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა არის 99825, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 30,58%-ია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად