რუსეთში, განვლილ 24 საათში, კორონავირუსით 138 კაცი გარდაიცვალა და 9268 დაინფიცირდა

რუსეთის მთავრობის მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნილი ოპერატიული შტაბი განვლილი 24 საათის სტატისტიკას აქვეყნებს

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 9 268 შემთხვევა გამოვლინდა, წინა დღესთან შედარებით 316-ით მეტი.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია ინფიცირების 405 843 შემთხვევა.

კორონავირუსით ინფიცირების სიხშირიანობა რუსეთში ტოლია 2 766-ის.

განვლილი 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით 138 კაცი გარდაიცვალა, 43-ით ნაკლები, ვიდრე წინა 24 საათში.

სულ, რუსეთში, კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე, ოფიციალურად დადასტურებულია 4 693 კაცის კორონავირუსით გარდაცვალება.

რუსეთში, კორონავირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 1,16%-ია, ხოლო კორონავირუსით გარდაცვალების სიხშირიანობა 32,0

კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა არის 171 883, რაც ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობის 42,35%-ია.

ჩატარებული ტესტების რაოდენობა შეადგენს 10 600 00-ს ანუ 72 234-ს ყოველ მილიონ მცხოვრებზე

რუსეთი

ინფიცირებული – 405 843 (+9 268)
მათ შორის, კრასნოდარის მხარე – 3 824 (+80); ადიღე – 854 (+41); ყარაჩაევ-ჩერქეზეთი – 1 067 (+62); ყაბარდო-ბალყარეთი – 2 827 (+77); ჩრდილოეთ ოსეთი*** – 2 957 (+49); ინგუშეთი – 2 083 (+39); ჩეჩნეთი – 1 227 (+18); დაღესტანი – 4 955 (+125)

განკურნებული – 171 883 → 42,35%

გარდაცვლილი – 4 693 → 1,16%
მათ შორის, კრასნოდარის მხარე – 32 (+1); ადიღე – 9; ყარაჩაევ-ჩერქეზეთი – 5; ყაბარდო-ბალყარეთი – 17 (+1); ჩრდილოეთ ოსეთი*** – 51 (+4); ინგუშეთი – 50; ჩეჩნეთი – 13; დაღესტანი – 235 (+9)

***ადგილობრივი მედიის მიერ დღეს დილით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჩრდილოეთ ოსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 3005-მდე, ხოლო გარდაცვლილთა კი 53-მდეა გაზრდილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად