რუსეთში, განვლილ 24 საათში, Covid-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 1 000-ს გადააჭარბა

რუსეთში, განვლილ 24 საათში, Covid-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევები 43 რეგიონში დაფიქსირდა. ეს რეკორდული მაჩვენებელია, რაც აქამდე ქვეყანაში 24 საათის განმავლობაში დაფიქსირებულა.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 7 497-მდე გაიზარდა, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 58-მდე. ინფიცირებულები გამოვლინდნენ რუსეთის 85 რეგიონიდან 81-ში.

ყველაზე მეტი ინფიცირებულები კვლავ მოსკოვში არიან. იქ 24 საათის განმავლობაში 697 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. მას მოჰყვება სანკტ-პეტერბურგი 69 ინფიცირებულით და ა.შ.

ახალ კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით, პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა არასამუშაო პერიოდი 30 აპრილამდე გაახანგრძლივა. დასაშვებია მხოლოდ ის ვარიანტი, რომ აღნიშნული ვადა, სიტუაციის დადებითად წარმართვის შემთხვევაში შესაძლოა შეიცვალოს. მოსკოვში და კიდევ სხვა რეგიონებში სავალდებულო თვითიზოლაციის რეჟიმი მოქმედებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად