რუსეთში COVID19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა

რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 23 770 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში, ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 6 მილიონს გადააჭარბა.

გარდაცვლილთა რაოდენობა 784-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 22 218 ადამიანი.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში კორონავირუსის 6 006 000-ზე მეტი შემთხვევაა დადასტურებული. სულ 149 922 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები
იტვირთება...