რუსეთში COVID19-ის 9 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 9 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც 20 მარტის შემდეგ მაქსიმალური მაჩვენებელია. იუწყება ვირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

სულ, პანდემიის დაწყებიდან  4 693 469 ადამიანი დაინფიცირდა.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 8 832 ადამიანი. სულ 4 319 389  გამოჯანმრთელებულია.

გარდაიცვალა 398 პაციენტი. სულ 105 193 გარდაცვლილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...