რუსეთში COVID-19-ის 39 849 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 163 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 236 220-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 39 849-ით გაიზარდა და 8 432 546-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან 7 302 515 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები
იტვირთება...