რუსეთში COVID-19-ის 31 299 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 986 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა, რითაც გარდაცვლილთა რაოდენობა 220 315-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსეთის ფედერაციაში კორონავირუსების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გასული 24 საათის განმავლობაში ინფიცირებულთა რაოდენობა 31 299-ით გაიზარდა და 7 892 980-ს მიაღწია.

რუსეთში კორონავირუსისგან 6 937 756 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კომენტარები
იტვირთება...