რუსეთში, ჩინოვნიკმა ქალმა მოსახლებას საჩივრების საპასუხოდ ერთი ადგილის აწევა ურჩია

რუსეთში, ხანტი-მანსიისკის ავტონომიური რესპუბლიკის ქალაქ იუგრას ადმინისტრაციის ჩინოვნიკ ქალ ლიობოვ ივანცოვას მოსახლეობასთან კონტაქტის დროს უცენზურო სიტყვების გამოყენების გამო პრემია მოუხსნეს.

მაისის დასაწყისში სოციალურ ქსელ “ВКонтакте”-ში, მდინარეზე ყინულსვლის დაწყების გამო, დასახლებებს – ლიამინოს და სიტომინოს დამაკავშირებელი ერთადერთი გადასავლელის დროებით დაკეტვით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრისას, მოსახლეობის მიერ ქალაქის ხელმძღვანელობისადმი გამოთქმული პრეტენზიები ივანცოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია.

მან დასახლებების მცხოვრებლებს გადასასვლელის გახსნამდე სხვა დასახლებების მიმართულებით გადაადგილება და პრობლემების ამგვარად მოგვარება ურჩია და გარდა ამისა, მოუწოდა მათ, აეწიათ “მეხუთე წერტილი” (უკანალი, საჯდომი – “აიპრესი”) და თავადაც გაეკეთებინათ რამე. თქვენ ბრძანებებზე “ხიდს არ ააშენებენ”, – დაამატა მან

მოგვიანებით ლიუბოვ ივანცოვამ წაშალა თავის კომენტარები პოსტზე, თუმცა რამდენიმე ინტერნეტ-გამოცემამ სქრინშოტის გამოაქვეყნა, ამბავი გახმაურდა და რაიონის ადმინისტრაციის ეთიკის კომისიამ ფაქტზე მოკვლევა ჩატარების შესახებ განაცხადა.

სკანდალის აგორების შემდეგ ივანცოვამ აღიარა, რომ მის მიმართ შეურაცხმყოფელ გამონათქვამებზე მას თმენა მართებდა და არა უკმეხი პასუხის დაბრუნება.

მოკვლევის დასრულების შემდეგ რაიონის ადმინისტრაციამ აცნობა მოსახლეობას, რომ ივანცოვას დისციპლინალური სასჯელი დააკისრეს, რამაც პრემიის მოხსნაც გამოიწვია.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად