რუსეთში, ბოლო 24 სთ-ში, კორონავირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 სთ-ში, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 17,340-ით გაიზარდა, ეს მაქსიმალურია პანდემიის მთელი პერიოდის განმავლობაში. საერთო ჯამში, ქვეყანაში 1,480,646 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას ავრცელებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მოსახლეობის 1%-ს გადააჭარბა. შტაბის მონაცემებით, დღიური შეფარდებითი ზრდა 1,2% -მდე გაიზარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად