რუსეთში, ბოლო 24 სთ-ში, კორონავირუსის გამო, 177 ადამიანი გარდაიცვალა, რაც 17 ივლისის შემდეგ მაქსიმუმი მაჩვენებელია

რუსეთში კორონავირუსის გამო გარდაცვლილთა რიცხვი დღეში 177-ით გაიზარდა, ეს არის მაქსიმალური მაჩვენებელი 17 ივლისის შემდეგ. სულ 20,722 პაციენტი გარდაიცვალა. განაცხადა ოთხშაბათს კორონავირუსთან ბრძოლოს ოპერატიულმა შტაბმა.

შტაბის მონაცემებით, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ რუსეთში ინფიცირებულთა 1,76% შეადგინა. დღის განმავლობაში 27 ადამიანი გარდაიცვალა მოსკოვში, 26 პეტერბურგში, 9 როსტოვის რეგიონში და დაღესტანში, 8 კემეროვოს რეგიონში, 7 მოსკოვის რეგიონში, სხვა 34 რეგიონში გარდაცვლილთა რიცხვი 6-ს არ აღემატებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად