რუსეთში, ბოლო 24 საათში, COVID19-ის 11 749 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსული ინფექციის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა რუსეთში დღეში 11 749-ით გაიზარდა, ხოლო ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4 200 902-ს მიაღწია. იუწყება კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

ფარდობითი თვალსაზრისით, შემთხვევათა რაოდენობამ 0.3% შეადგინა.

გამოჯანმრთელებული რუსების რიცხვი დღეში 12,218 – ით გაიზარდა, სულ 3 516 461 ადამიანი უკვე განკურნებულია. შტაბის მონაცემებით, გამოჯანმრთელებულთა წილი გაიზარდა დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 89,3% -მდე.

COVID19–ის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი რუსეთში დღეში 383 – ით გაიზარდა. სულ 84430 პაციენტი გარდაიცვალა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...