რუსეთში, ბოლო 24 საათში, COVID19-ის 11 198 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რუსეთში დღეში 11 198-ით გაიზარდა, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4,212,100 მიაღწია, იუწყება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ოპერატიული შტაბი.

ფარდობითი თვალსაზრისით, შტაბის მონაცემებით, ახალ შემთხვევათა ზრდამ 0,27% შეადგინა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი დღეში 16 102-ით გაიზარდა. ამრიგად, პანდემიის დასაწყისიდან ქვეყანაში ინფიცირებულთა 89,4% -ზე მეტი უკვე განკურნებულია.

გარდაცვლილთა რიცხვი კი 446-ით გაიზარდა. საერთო ჯამში, 84 876 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...