რუსეთში აცხადებენ, რომ COVID19-ის რუსული ვაქცინის დამცავი თვისებები მინიმუმ ორ წელს გასტანს

კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინის დამცავი თვისებები მისი მიღებიდან მინიმუმ ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს, ამის შესახებ რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

”ვაქცინის ხანგრძლივობა, მისი დამცავი თვისებები არ გავა მოკლე დროში, კერძოდ ექვსი თვის ან ერთი წლის განმავლობაში, იგი მინიმუმ ორი წლის განმავლობაში გასტანს”, – განაცხადა მან “Россия-1”-ის ეთერში.

მისი თქმით, რუსულ ვაქცინა კონკურენციის მიზეზით აკრიტიკებენ.

შეგახსენებთ, რომ 11 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც კორონავირუსის ვაქცინის შემუშავება დაასრულა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კი ვაქცინასთან დაკავშირებით ჯერჯერობით რეკომენდაციას არ გასცემს და აცხადებს, რომ აწარმოებს მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა მიიღოს მეტი ინფორმაცია ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შესახებ, რომელიც რუსეთმა შეიმუშავა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად