რუსეთში აშშ-ს ელჩი: ევროპაში საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განთავსებას არ ვგეგმავთ

შეერთებული შტატები ევროპაში საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტებს არ განათავსებს. ამის შესახებ რუსეთში აშშ-ს ელჩმა ჯონ ჰანტსმანმა რადიო „Эхо Москвы“-ის ეთერში განაცხადა.

”რუსეთის ხელმძღვანელთან შეხვედრებზე ეს თემა [ევროპაში ახალი რაკეტების განთავსება] არ განხილულა. მაშინაც კი, თუ ამ ტიპის შეიარაღების სისტემები საჭირო გახდება, ის, სავარაუდოდ, აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში განლაგდება და არა ევროპაში, ”,- აღნიშნა დიპლომატმა.

აგვისტოს დასაწყისში, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა მარკ ესპერმა აზიაში სახმელეთო საშუალო დიაპაზონის რაკეტების ადრეული განლაგება მოითხოვა.
2 აგვისტოს, INF-ის ხელშეკრულება ოფიციალურად დასრულდა. აშშ-ს განცხადებით, ვაშინგტონმა ხელშეკრულება დატოვა, რადგან მას რუსეთი არღვევს.
მოსკოვმა განმარტა, რომ ის შეთანხმებებით მოქმედებს. შეთანხმება მხარეებს შეიარაღებულიყო სახმელეთო ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტების წარმოების საშუალებას არ აძლევს, რომელთა დიაპაზონი 500-დან 5.5 ათას კილომეტრამდეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად