რუსეთში აშშ-ს ახალი ელჩი: ამერიკამ და რუსეთმა თანამშრომლობა უნდა გააგრძელონ

რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს ახალი ელჩი, ჯონ სალივანი, რომელიც გასულ კვირას რუსეთში ჩავიდა, მიიჩნევს, რომ ქვეყნებს შორის თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავღანეთში არსებული ვითარება, კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება, არქტიკა და ა.შ.

”ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა სფეროებია, სადაც ამერიკამ და რუსეთმა თანამშრომლობა უნდა განაგრძონ: არქტიკა, კოსმოსური კვლევა, ავღანეთის საკითხის მშვიდობიანი გადაწყვეტის ძიება და კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება. ეს ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის”,- განაცხადა რუსეთში აშშ-ს ელჩმა ჯონ სალივანმა ვიდეომიმართვაში, რომელიც ამერიკული დიპლომატიური მისიის Facebook- ზე გამოქვეყნდა.

მან გაიხსენა, რომ, როგორც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე, მისი პასუხისმგებლობები “მოიცავს გლობალური საკითხების გადაჭრას და აშშ-ს მთავრობის ძალისხმევის გაგრძელებას, რომ რუსეთთან ურთიერთობები დარეგულირდეს, მათ შორის სტრატეგიული უსაფრთხოების და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე.

“შემიძლია სიამაყით ვთქვა, რომ ამ სფეროებში ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიოს კიდევ უფრო უსაფრთხოდ აქცევს”, – განაცხადა სალივანმა.

მან აღნიშნა, რომ ”ელჩად ყოფნა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ პრიორიტეტულ საჯარო პოლიტიკურ საკითხებზე მუშაობა”.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად