რუსეთსა და უკრაინას შორის, დაკავებულების მასშტაბური გაცვლა შედგა

დღეს, მოსკოვსა და კიევს შორის დაკავებულ პირთა გაცვლა მოხდა. მხარეებმა ერთმანეთს 35-35 ადამიანი გადასცეს. გაცვლის პროცესმა დაახლოებით 4 საათს გასტანა.

მოქალაქეებს შორის, რომლებიც მოსკოვმა კიევს გადასცა, არის 24 მეზღვაური, რომლებიც რუსულმა მხარემ გასული წლის ნოემბერში, ქერჩის სრუტეში დააკავეს. კიდევ 11 ადამიანი კი სხვადასხვა წლებში, რუსეთის სასამართლოების დროს სხვადასხვა დროს არიან ნასამართლევები. მათ შორის არის რეჟისორი ოლეგ სენცოვი.

უკრაინიდან რუსეთში ჩავიდა ჟურნალისტის, უკრაინული „РИА Новости“-ს ოფისის ხელმძღვანელი კირილ ვიშინსკი.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუკი რუსულმა მხარემ გათავისუფლებული უკრაინელი მეზღვაურებისგან გამოძიებასთან თანამშრომლობა მოითხოვა, მათ უნდა დააკმაყოფილონ მხარის მოთხოვნა.

ეს პირველი მასშტაბური გაცვლაა უკრაინასა და რუსეთს შორის. აქამდე ამის წინა 2016 წელს შედგა. მაშინ კიევში დაბრუნდნენ გენადი აფანასევი და იური სოლოშენკო, ხოლო უკრაინიდან რუსეთში ელენა გლიშინსკაია და ვიტალი დიდენკო დაბრუნდნენ, რომლებიც ოდესაში, სეპარატიზმის ბრალდებით ჰყავდათ დაკავებული.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...