რუსეთს და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენას 2020 წლის ოქტომბრისთვის ვარაუდობენ

რუსეთს და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის წინაპირობა არ არსებობს, – აცხადებს გაზეთ “იზვესტია”-სთან საუბარში რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი იური ბარზიკინი.

ის განმარტავს, რომ საქართველოში შექმნილი სიტუაციაში რუსებისთვის კვლავინდებურად რჩება მომეტებული რისკები. თბილისის მოვლენებმა გამოიწვიეს ის, რომ რუსეთიდან ტურისტების ნაკადი მინიმუმ 70 %-ით შემცირდა, – ამბობს ბარზიკინი (საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემების მიხედვით, ივლისში საქართველოს რუსეთიდან 159 063 ვიზიტორი ეწვია, 2018 წლის ივლისთან შედარებით 10 794-ით ანუ 6,4%-ით ნაკლები, ხოლო იანვარ-ივლისში რუსეთიდან შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მატება არის მატება ვიზიტორების არის 153 817 ანუ 22,1 % – “აიპრესი”).

მისი თქმით, საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები კვლავინდებურად ჩადიან სახმელეთო ტრანსპორტით და მესამე ქვეყნების გავლით – ავიატრანსპორტით. ავიამიმოსვლის აღდგენისთვის წინაპირობები კი კვლავინდებურად არ ჩანს და არც არის მოსალოდნელი უახლოეს მომავალში

“თითქმის ყველამ, ვინც იქ დაფრინავდა, შეწყვიტა ამ ქვეყნის მონახულება. გარდა ამისა, არ იყიდება კომპლექსური ტურები. ნათლად და მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ყველაფერი მიმღები ქვეყნის ხელთაა. ამგვარ სიტუაციაში კი, როგორც ამჟამად არის იქ, რისკები რუსებითვის, უდავოა, რომ მომეტებულია”, – განოცხადა რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის ვიცე-პრეზიდენტმა “იზვესტიას”.

თავის მხრივ, “იზვესტია” დიპლომატიური წრეების თანამოსაუბრეებზე დაყრდნობით წერს, რომ თუ სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვლება, ფრენები რუსეთს და საქართველოს შორის მინიმუმ საქართველოს 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იქნება აკრძალული.

“იზვესტიას” მტკიცებით, თანამოსაუბრემ მათ განუცხადა, რომ “რუსეთმა მონიშნა ფრენების განახლების პირობები – რუსოფობური პოლიტიკის და რიტორიკის შეწყვეტა, მათ შორის საქართველოს ხელისუფალთაგან”, –

რესპუბლიკის მთავრობას არ შეუძლია სწრაფად გადაჭრას საზოგადოებაში არსებული რუსოფობიის პრობლემა, რადგან თავად შეუწყო ხელი დაძაბულობის ზრდას, – ამბობს “იზვესტიასთან” სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეების, ევრაზიული ინტეგრაციის და თანამემამულეებთან კავშირების კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...