“რუსეთს არანაირად არ უცდია და არც აპირებს საქართველოს შინაურ საქმეებში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კონსტანტინიდის ბრალდებები უარყო

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უარყო საქართველოს საგარეო საქმეთა წარმომადგენელ ვლადიმერ კონსტანტინიდის ბრალდებები საქართველოს პრეზიდენტის, სხვადასხვა კომერციული და მედიაორგანიზაციებზე კიბერშეტევების განხორციელების თაობაზე.
 
რუსეთის უწყების ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, რუსეთის ფედეერაცია არ აპირებს ჩაერიოს საქართველოს შინაგან საქმეებში და ეს წინადაც არც უცდია.
 
“რუსეთს არანაირად არ უცდია და არც აპირებს საქართველოს შინაურ საქმეებში ამა თუ იმ ფორმით ჩარევას”, – განაცხადა ანდრე რუდენკომ

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ოქტომბერში საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევებში რუსეთი ვლადიმერ კონსტანტინიდამდე აშშ-მა დაადანაშაულა. სააგენტო როიტერის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ “აშშ მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს მსგავსი დანაშაულები ამ და სხვა ქვეყნების მიმართ.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად