რუსეთს აღმოსავლეთ ევროპის ენერგოუსაფრთხოების ხელყოფაში ადანაშაულებენ

"რუსეთის გეგმები ააშენოს გაზსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი" უკრაინის გვერდის ავლით, აღმოსავლეთ ევროპის ენერგო უსაფრთხოების ხელყოფაა „- განაცხადა ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში, მაროშ შეფკოვიჩმა.

  შეფკოვიჩის განცხადებით გაზის ტრანზიტს უკრაინაზე აღმოსავლეთ ევროპისათვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობისაა და ამ საკითხით ყველა ევროპული ქვეყანა უნდა დაინტერესდეს. ჩრდილოეთის ნაკადის იურიდიული და პოლიტიკური მიზანშეწონილობის დასადგენად ევროკომისიას უფრო მეტი ინფორმაცია სჭირდება, აცხადებს შეფკოვიჩი, რომლისთვისაც გაუგებარი რა საჭიროა ახალი მაგისტრალის მშენებლობა როცა არსებული ინფრასტრუქტურა მხოლოდ სანახევროდაა დატვირთული. Bloomberg -ის ინფორმაციით,  რუსული გაზის მესამედს ევროპა ამჟამად უკრაინაზე გამავალი გაზსადენის მეშვეობით იღებს. ახალი გაზსადენის მშენებლობას აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან განსაკუთრებით პოლონეთი და სლოვაკეთი ეწინაარმდეგება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად