რუსეთმა უკრაინას ქერჩის სრუტეში დაკავებული სამი გემი გადასცა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ უკრაინას 2018 წლის ნოემბერში ქერჩის სრუტეში დაკავებული სამი გემი გადასცა.

“18 ნოემბერს უკრაინულ მხარეს სამი საზღვაო სამი გადაეცა, რომლებმაც ქერჩის სრუტეში, 2018 წლის ნოემბერში რუსეთის ფედერაციის საზღვარი უკანონოდ დაარღვიეს, განზრახ მოახდინეს პროვოცირება და რუსი სამართალდამცავები დააკავეს”,- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

”ეს გემები ჩვენი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მტკიცებულებაა.რუსეთის კომპეტენტურმა ორგანოებმა გემებთან დაკავშირებით აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები დაასრულეს. რუსრეთის ფედერაცია მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლებრივი პროცესის გასაგრძელებლად, მათი ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა აუცილებელი არ არის ”, – განმარტავენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ამა წლის 15 მარტს, ევროკავშირის ხელისუფლებამ ქერჩის სრუტეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ინფორმაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდა. სანქციების ე.წ შავ სიაში 8 პირი მოხვდა.

ცნობისთვის, 25 ნოემბერს, ოდესიდან მარიუპოლისკენ უკრაინული მცირე ჯავშნიანი კატარღა “Бердянск” და “Никополь”, აგრეთვე “ბუქსირი” “Яны Капу” მიემართებოდა, როდესაც რუსული სასაზღვრო გემი “Дон” უკრაინულ “Яны Капу”-ს შეეჯახა. დაზიანდა ორივე ხომალდი. როდესაც უკრაინულმა გემებმა ქერჩის სრუტისკენ დაიწყეს მოძრაობა, რუსული გემები მათ გაჰყვნენ, ცეცხლი გაუხსნეს და უკრაინული ხომალდები დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად