რუსეთმა თურქეთს S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის ყველა კომპონენტი გადასცა

რუსეთმა თურქეთს ხელშეკრულებით გათვალისწინებული S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემის ყველა კომპონენტი გადასცა, მათ შორის რაკეტები. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ინტერფაქსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

”თურქეთთან არსებული ხელშეკრულების თანახმად, ყველა აღჭურვილობის მიწოდება დასრულდა. თურქი სპეციალისტების ტრენინგი გაგრძელდება”,- განუცხადა სააგენტოს წყარომ.

ერთი დღით ადრე, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ საჰაერო თავდაცვის სისტემის მიწოდების მეორე ეტაპის დასრულების შესახებ განაცხადა.
14 სექტემბერს, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთმა S-400 საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით გულწრფელი მიდგომა აჩვენა.

22 ივლისს, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ S-400 ქვეყანაში 2020 წლის დასაწყისში იმუშავებს.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები უკეთესად მუშაობს, ვიდრე ამერიკელი „პატრიოტი“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ S-400 ქვეყნის საჰაერო თავდასხმებისგან დასაცავადაა შექმნილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად