რუსეთმა თურქეთს S-400- ის კიდევ ერთი კომპონენტი მიაწოდა

დღეს, დილით ანკარას არსებული ხელშეკრულების ფარგლებში რუსული საზენიტო სისტემების (SAM) S-400- ის კიდევ ერთი კომპონენტი მიეწოდა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავის თურქ კოლეგა, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს განუცხადა. ინფორმაციას RBC ავრცელებს.

”დღეს, სხვათა შორის, დილით კიდევ ერთი კომპონენტი მივაწოდეთ”, – მიმართა პუტინმა ერდოღანს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ წინა დღით განაცხადა, რომ S-400- ის მეორე ჯგუფის კომპონენტების მიწოდება დაიწყებოდა. 27 აგვისტოს დილით, რუსული სატრანსპორტო თვითმფრინავი ანკარაში, მიურტედის ავიაბაზაზე დაეშვა. რუსული საზენიტო სისტემის პირველი კომპონენტი თურქეთს მიმდინარე წლის ივლისის დასაწყისში მიეწოდა.

2017 წელს მოსკოვმა და ანკარამ აღნიშნულ საკითხზე ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს. ოთხი დივიზიონის საერთო ღირებულება 4 მილიარდი აშშ დოლარია.

ვაშინგტონი თურქეთის მიერ S-400- ის შეძენას ეწინააღმდეგება. ივლისის შუა რიცხვებში შეერთებულმა შტატებმა თურქეთის წინააღმდეგ პირველი შეზღუდვებიდააწესა: აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ F-35 ტიპის გამანადგურებლების გადაცემაზე უარი განაცხადა და თურქული მხარე ერთობლივი საწარმოო პროგრამიდან გამორიცხა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...