რუსეთმა სლოვაკეთის სამხედრო დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სლოვაკეთის სამხედრო დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ ბრიფნგზე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

“რამდენიმე დღის წინ, სლოვაკეთის სამხედრო დიპლომატი რუსეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, მან ჩვენი ქვეყანა ორი დღის განმავლობაში უნდა დატოვოს“, – განაცხადა ზახაროვამ და დასძინა, რომ მოსკოვში სლოვაკეთის ელჩს საპროტესტო ნოტა 11 დეკემბერს გადაეცა.

ზახაროვამ ასევე გაიხსენა, რომ ნოემბრის ბოლოს ბრატისლავამ რუსი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

“ვწუხვართ სლოვაკეთის არამეგობრული ნაბიჯის გამო, რომელიც ორმხრივი ურთიერთობების ტრადიციებს ეწინააღმდეგება”, – აღნიშნა მან.

სლოვაკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბორის ჰანდელმა RBC- ს სლოვაკეთის სამხედრო დიპლომატიის პერსონა ნონ გრატად გამოცხადებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი უთხრა.

“რუსი დიპლომატის გაძევების შემთხვევაშიც კი კომენტარი არ გაგვიკეთებია და ამჟამინდელ ვითარებაზეც კომენტარს არ გავაკეთებთ”, – განმარტა მან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად