რუსეთმა სირიაში საომარი ოპერაციები დაიწყო – “ტერორიზმთან ბრძოლის ერთადერთი გზა ომია”

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადების მიხედვით, მოსკოვმა სირიაში საომარი ოპერაციები დაიწყო ტერორისტული დაჯგუფება "ისლმაური სახელმწიფო"-ს წინააღმდეგ. ვლადიმერ პუტინის განაცხადების მიხედვით, საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი სწორი გზა – საომარი ოპერაციებია. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უნდა შეებრძოლონ ტერორისტულ დაჯგუფებებს და არ უნდა ელოდონ, თუ "როდის შემოგვიცვივდებიან ისინი სახლებში", – აღნიშნულის შესახებ rbc წერს.

"საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ერთადერთი გზა – სირიაში და მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებზე სწორედ საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებები დათარეშობენ – ეს წინასწარი მოქმედებაა, საომარი ოპერაციები და მათი განადგურება. არ უნდა ველოდოთ, როდის შემოგვიცვივდებიან ისინი სახლებში", – განაცხდაა ვლადიმერ პუტინმა.

კომენტარები
იტვირთება...