რუსეთმა საპასუხო სანქციები 2016 წლის 6 აგვისტომდე გაახანგრძლივა

რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ბრძანებულება, რომლის თანახმად, რუსეთის უსაფრთხოების მიზნით, რიგი სპეციალური ეკონომიკური ღონისძიებები შენარჩუნებულ უნდა იქნეს 2016 წლის 6 აგვისტომდე.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 6 აგვისტოს რუსეთმა ევროკავშირის და სხვა ქვეყნების მიმართ, რომლებმაც რუსეთის წინააღდმეგ სანქციები დააწესეს, საპასუხო ზომები მიიღო და 2015 წლის 6 აგვისტომდე გარკვეული პროდუქციის იმპორტი აკრძალა/შეზღუდა.

აღნიშნულ ქმედებას რუსეთის მხრიდან წინ უძღოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ანსამბლეაში რუსეთისთვის ხმის ჩამორთმევის გადაწყვეტილების 1 წლით გახანგრძლივება.

სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირმა, აშშ-მ, კანადამ, ავსტრალიამ, იაპონიამ დააწესეს. სანქციები რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციას და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას უკავშრიდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად