რუსეთმა სანქცირებული ქვეყნების სია გაზარდა

რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც სანქცირებული ქვეყნების სია გაიზარდა.

მისი თქმით, ეს ქვეყნები ალბანეთი, ჩერნოგორია, ისლანდია, ლიხტენშტეინი და უკრაინაა. 

რაც შეეხება ამ უკანასკნელს, სანქციები გავრცელდება, თუ უკრაინა ევროკავშირის ეკონომიკურ ნაწილს მიიღებს. მედვედევის განცხადებით, 2016 წლის 1 იანვრამდე მგრძნობიარე საკითხებზე უნდა შედგეს კონსესუსი რუსეთს, უკრაინასა და ევროკავშირს შორის. 

„თუ ვადის ამოწურვამდე ვერ შევთანხმდებით, რის პირობასაც ვერ ვხედავ, ძალაში შევა მანამდე მიღებული დოკუმენტები უკრაინასთან ვაჭრობისა და საკვები პროდუქციის ემბარგოს შესახებ“, – განაცხადა მედვედევმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად