რუსეთმა, მზის შემსწავლელი აპარატის გაშვების მისია შეაჩერა

რუსეთის მისია “ინტერგელიოზონდი”, რომლის ფარგლებშიც იგეგმება კოსმოსური აპარატის გაშვება მზის შესწავლისთვის, დროებით შეჩერებულია.

რუსი მეცნიერების განცხადებით, აგრეთვე გადაიდო ზოგიერთი სხვა სამეცნიერო პროექტი. მათი ცნობით, ძირითადი ყურადღება ამ ეტაპზე ეთმობა იმ პროექტებს, რომლებიც საერთაშორისო თანამშრომლობისთვის გაშვებისთვის მზადდება. დანარჩენი პროექტები და გადადებული და შეჩერებულია.

ამავდროულად, შემმუშავებლებს აპარატის გაშვების თარიღი ჯერ მაინც არ შეუცვლიათ. როგორც აქამდე, მისიის დაწყება 2026 წლისთვის იგეგმება.

პროექტი “ინტერგელიოზიდი” ხორციელდება რუსეთისა და საერთაშორისო სამეცნიერო ორგანზაციების მიერ.

აპარატმა მზის შესწავლა ახლო მანძილიდან უნდა მოახდინოს და გამოიკვლიოს მისი ჰელიოსფერო, მზის ქარი და მზის გვირგვინის შექმნის მექანიზმი.

თავდაპირველად პროექტის გაშვება 2015 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა 2016 წელს, რესურსების შეზღუდვის გამო, თარიღი გადაიდო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...