რუსეთმა ირანული იმპორტის საბაჟო გადასახადი 27%-დან 3-7%-მდე შეამცირა

რუსეთმა, ორმხრივი ბრუნვის მოგების გაზრდის მიზნით, ირანულ იმპორტულ საქონელს საბაჟო გადასახადი შეუმცირა, – წერს Trend.az-ი წერს.

აღნიშნული ინფორმაცია, ირანის ელჩმა რუსეთში მეჰდი სანაიმ, ირანის საინფორმაციო სააგენტო IRNA-სთან საუბრისას დაადასტურა. მისი განმარტებით, რუსეთმა ირანულ იმპორტულ საქონელს საბაჟო გადასახადი 27%-დან 3-7%-მდე შეუმცირა. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა ირანს რძის პროდუქტების იმპორტის უფლებაც მისცა. სანაის თქმით, რუსეთი ახლა სხვა პირობებშია და ამ ახალ შესაძლებლობებს ირანი, ორმხრივი კავშირის გაფართოებისათვის გამოიყენებს.

მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვით, წლის ბოლომდე ირანიდან რუსეთში 20 ტონა ტევზის პროდუქცია შევა.

შეგახსენებთ, რომ 2014 წლის აგვისტოში, რუსეთმა აშშ-დან, ევროკავშირის ქვეყნებიდან, ავსტრალიიდან და კანადიდან ხორცის, თევზეულის, ხილისა და ბოსტნეულის იმპორტი აკრძალა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად