რუსეთმა დიდ ბრიტანეთთან ფრენების შეჩერება თებერვლამდე გაახანგრძლივა

რუსეთმა ფრენების შეჩერება დიდ ბრიტანეთთან თებერვლამდე გაახანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება ოპერატიულმა შტაბმა მიიღო კორონავირუსის ინფექციის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით.

აკრძალვა ძალაში იქნება 2021 წლის 1 თებერვლამდე. “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, შეზღუდვები გაგრძელდა 2021 წლის 1 თებერვლის 11:59 საათამდე”, – ნათქვამია შტაბის განცხადებაში. ფრენების შეჩერების ვადა 12 იანვარს ამოიწურა.

საჰაერო მიმოსვლა მოსკოვსა და ლონდონს შორის დროებით შეიზღუდა 22 დეკემბრიდან 6 იანვრის ჩათვლით, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის უფრო გადამდები შტამის გავრცელების გამო. მოგვიანებით ხელისუფლებამ აკრძალვა 12 იანვრამდე გაახანგრძლივა.

ვირუსის “ბრიტანული” შტამი ინგლისის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში დეკემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს. WHO-მ დაადასტურა, რომ ის 50-70%-ით უფრო ინფექციურია, ვიდრე SARS-CoV-2-ს აქამდე ცნობილი ვარიანტები. ამავდროულად, ახალი მუტაცია არ იწვევს დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობას და არ ზრდის მისგან სიკვდილიანობას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად