რუსეთმა ჩინეთიდან ტურისტების შესვლა აკრძალა

რუსეთის ტუროპერატორებმა კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაციის გამწვავების გამო ჩინეთიდან ტურისტული ჯგუფების მიღება გაურკვეველი ვადით შეაჩერეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციას, რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის განცხადებაზე დაყდნობით, TASS (რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო) ავრცელებს.

“ჯერ კიდევ გუშინ ჩვენთან იგზავნებოდნენ რაღაც ჯგუფები, ხდებოდა შეჯერება უვიზოდ შემომსვლელთა სიების. ამჟამად ყველა სია ანულირებიულია, ჩინელების რუსეთში ყველანაირი ჯგუფური შემოსვლები შეჩერებულია”, – განაცხადეს ორგანიზაციაში.

მათი თქმით, უკვე შესულ ტურისტულ ჯგუფებს მიეცემათ საშუალება პროგრამით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე დარჩნენ ქვეყანაში.

ტურისტული ჯგუფების სხვა ქვეყნებში გაგზავნის თაობაზე შეზღუდვები ჩინეთშიც დააწესეს, თუმცა ეს არა ცენტრალიზებულად, არამედ რეგიონალური ხელისუფლების შეხედულებისამებრ ხდება, – აცხადებენ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებამდე ავიაკომპანია “ურალია ავიახაზებმა” ჩინეთის კუნძულ ხაინანზე მდებარე რუსების საყვარელ კურორტზე ავიამიმოსვლა შეაჩერა გაურკვეველი დროით, ხოლო ავიაკომპანია “ჩრდილოეთის ქარმა” (Nordwind Airlines) სანკტ-პეტერბურგიდან და ირკუტსკიდან გუანჯოუს მიმართულებით ფრენები ასევე გაურკვეველი დროით შეაჩერა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად