რუსეთმა აშშ-ის საელჩოს 10 თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა

რუსეთმა 10 ამერიკელი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. მათ უნდა დატოვონ ქვეყანა ერთი თვის განმავლობაში, 21 მაისამდე.

გადაწყვეტილება მიიღეს “ამერიკული მხარის მტრული ქმედებების” საპასუხოდ”, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

როგორც დეპარტამენტში განაცხადეს, შესაბამისი ნოტა გადაეცა აშშ-ს ელჩის მოადგილეს ბარტლ გორმანს. დღესვე იგი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ იგი სხვა ნაბიჯებსაც გადადგამს უახლოეს მომავალში “აშშ-ს უკანონო ანტისრუსული სანქციების საპასუხოდ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...