რუსეთმა 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის 58%-ით გაზრდის შესახებ დასახული გეგმა უკვე შეასრულა

ესკო 2021 წლის მარტის ელექტროენერგიის ბალანსის შესახებ მონაცემებს აქვეყნებს.

○ ესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული მონაცემების თანახმად, მარტში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობამ 1 271. 017 მლნ კვტსთ შეადგინა.

○ მარტის თვის ელექტროენერგიის მთლიან რესურსში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილად მოდის 661. 334 მლნ კვტსთ, მთლიანი რესურსის 52,03%

○ მარტის თვის ელექტროენერგიის მთლიან რესურსში იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის წილად მოდის 609. 683 მლნ კვტსთ, მთლიანი რესურსის 47,97%

○ 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული და იმპორტით შემოტანილი ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 3 598. 659 მლნ კვტსთ

○ 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოს თბო, ქარის და ჰიდროსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 2 160. 909 მლნ კვტსთ, მთლიანი რესურსის 60,05%

○ 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტით შემოსული ელექტროენერგიის მოცულობამ შეადგინა 1 437. 750 მლნ კვტსთ, მთლიანი რესურსის 39,95%

○ 2021 იანვარ-მარტში იმპორტით შემოსული ელექტროენერგია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია
744. 178 მლნ კვტსთ-დან 1 437. 750 მლნ კვტსთ-მდე ანუ 93,20%-ით.

○ იანვარ-მარტში იმპორტით შემოსულ ელექტროენერგიაში რუსეთის წილად მოდის 863. 580 მლნ კვტსთ ანუ მთლიანი იმპორტის 60,06%, აზერბაიჯანის წილად მოდის 463. 053 მლნ კვტსთ ანუ 32,21% თურქეთის კი 111. 116 მლნ კვტსთ ანუ 7,73%

○ რუსეთიდან შემოსული ელეტროენერგიის მოცულობა 2021 წლის იანვარ-მარტში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაზრდილია 341. 383 მლნ კვტსთ-დან 863. 580 მლნ კვტსთ-მდე ანუ 152,97%-ით

○ შარშან მთელი წლის განმავლობაში რუსეთიდან შემოტანილი იყო 570 600 მლნ კვტსთ ენერგია

○ „ინტერ რაომ” 2021 წლის ბოლოსთვის საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის 57,7%-ით გაზრდის შესახებ დასახული გეგმა პრაქტიკულად უკვე შეასრულა

„ინტერ რაო” 2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის 57,7%-ით გაზრდას გეგმავს

აგრეთვე შეგახსენებთ, რომ 2019 წლიდან რუსეთმა საქართველოში ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდის მიზნით მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო

ენერგეტიკული ომი რუსეთთან – რუსეთი VS საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობა (ჟურნალისტური მოკვლევა)

ცნობისთვის:
◘ ესკოს ვებ-გვერდზე ატვირთული მონაცემების თანახმად 2021 წლის იანვარ-მარტში ბიტკოინის ელექტროენერგიის პირდაპირ მომხმარებლად სავალდებულო წესით რეგისტრირებული ბიტკოინის მწარმოებელი კომპანიების („ჯეომეინთენანსი”, „ბი ეფ დი სი”, „დატა ჰაბი”) მიერ გახარჯულ იქნა 92. 968 მლნ კვტსთ, ხოლო 2020 წლის იანვარ-მარტში 65. 386 მლნ კვტსთ ელექტროენერგია.

◘ ამჟამად სარემონტო სამუშაოების გამო გაჩერებული „ენგურჰესის” და არასრულად მომუშავე ვარდნილჰესის მიერ შარშან იანვარ-მარტში გამომუშავებული იყო 528. 292 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, წელს კი 182. 489 მლნ კვტსთ ანუ 345. 803 მლნ კვტსთ-ით ნაკლები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...