რუსეთის უშიშროების სამსახურმა პეტერბურგში ესტონეთის კონსული დააკავა

როგორც დოიჩე ველე იტყობინება, კონსულს ბრალად ედება რუსეთის მოქალაქისგან საიდუმლო ინფორმაციის მიღება.

მარტ ლიატეს დაკავების შესახებ განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი საქმიანობა დიპლომატის სასტუსთან არასამართლებრივი ხასიატისაა და იკვეთება რუსეთის მიმართ მტრულად განწყობა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კონსულის დაკავება დადგმული ბინძური პროვოკაციაა და ყველა ბრალდება უსაფუძვლოა.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ლემიკის განცხადებით, ესტონეთის კონსული საათნახევრით დააკავეს პეტერბურგის პოლიტექნიკურ ისნტიტუტში გამართული შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები
იტვირთება...