რუსეთის შსს ტარიელ ონიანის ექსტრადიციის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

ვიდეოზე ასახულია ხელბორკილდადებული ტარიელ ონიანის ეჭვმიტანილ და დამნაშავე პირთა გადასაყვან სპეციალურ ავტომობილში ჩაჯდომის, იქედან გადმოსვლის აეროპორტში მისი პირადი ბარგის შემოწმების, ესპანელი სამართალდამცავებისადმი მისი გადაცემის და თვითმფრინავში ჩაჯდომის მომენტი.

შეგახსენებთ, რომ, დღეს რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა, ონიანს ინტერპოლის ხაზით ეძებდნენ ესპანეთის ტერიტორიაზე ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან კავშირში ყოფნასთან ეჭვის გამო. დანაშაულებრივი ჯგუფი ხელოვნების ნიმუშების ქურდობით და აგრეთვე ფულის გამოძალვის მიზნით ადამიანების გატაცებით იყო დაკავებული. ტარიელ ონიანი ციხიდან განთავისუფლებისთანავე დააკავეს ორენბურგში, მისი ძებნის და დაპატიმრების შესახებ საერთაშორისო შეტყობინების საფუძველზე.

ტარიელ ონიანის ესპანეთისთვის გადაცემას არ ხერხდებოდა იმის გამო, რომ მას რუსეთის მოქალაქეობა ჰქონდა, თუმცა რუსეთის სამართალდამცავმა ორგანოებმა დაადგინეს,რომ მას მოქალაქეობა კანონდარღვევით ჰქონდა მიღებული და ამის შემდეგ მას მოქალაქეობა ჩამიოართვეს. ოთხშაბათს იგი შერემეტიევოს აეროპორტში მიიყვანეს და ესპანეთის პოლიციის წარმომადგენლებს გადასცეს.

უკანონოდ მიღებული შემოსავლების გათეთრებაში ეჭვმიტანილ ტარიელ ონიანს ესპანეთში, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 8,5 წელი ციხე და 50 მილიონიევრო ჯარიმა ელის.

აპრილამდე ქუთაისის ქურდული დაჯგუფების მეთაური ადამიანის გატაცების და ფულის გამოზალვის ბრალდებით იხდიდა სასჯელს სოლ-ილეცკის განსაკუთრებული რეჟიმის N6 კოლონიაში N6 “შავ დელფინი”. მას პატიმრობის ვადა 2019 წლის 11 ივნისს უმთავრდებოდა, თუმცა ადვოკატებმა მოახერხეს და სასჯელის მოხდის ხანგრძლივობის 9 წლამდე და 10 თვემდე შემცირება და შინაგან საქმეთა მინისტრმა კოლოკოლცევმა რუსეთიდან მისი გაზევების შესახებ ბრძანებას მოაწერა ხელი.

ტარიელ ონიანი ამ დროისთვის კრიმინალური სამყაროს ყველაზე ავტორიტეტულ პიროვნებად არის მიჩნეული.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად