რუსეთის საგარეო უწყება ჟენევის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

11-12 დეკემბერს ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში კონსულტაციები გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ოკუპირებული აფხაზეთის, საქართველოს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის, რუსეთის ფედერაციის, ამერიკის შეერთებული შტატების, გაეროს, ეუთოს და ევროკავშირის თანათავმჯდომარეებმა მიიღეს. რუსეთის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი – რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, გრიგორი კარასინი ხელმძღვანელობდა. რუსეთის საგარეო უწყება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

„აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე არსებული ვითარება დისკუსიის ყველა მონაწილემ (საქართველოს გარდა) ზოგადად სტაბილურად აღიარა“,-აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

მათი განმარტებით, სტატისტიკა გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემების არარსებობას მიუთითებს.

ლავროვის უწყება ასევე აღნიშნავს, რომ წელს “ცხელი ხაზი” 2 ათასჯერ გაიზარდა, რამაც სასაზღვრო ზოლში საშიში ინციდენტების თავიდან აცილება შესაძლებელი გახადა.

„ეს იყო მკაცრი დისკუსია ძალის გამოუყენებლობის თემაზე და მონაწილეთა შესაბამისი განცხადების გაკეთების შესაძლებლობაზე. პრინციპში აქ მოსაზრებები განსხვავებულია. რუსეთის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ რეგიონალური უსაფრთხოების მთავარ გამოწვევა იყო აშშ-სა და ნატოს სამხედრო საქმიანობაა საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ვაშინგტონისა და თბილისის გეგმები, ვაზიანის სამხედრო აეროდრომის მოდერნიზება და 2019 წელს მომდევნო მასშტაბური, მრავალეროვნული წვრთნები. ქართულ მხარეს მოუწოდეს, შეწყვიტოს სხვა ადამიანების ინტერესების დირიჟორად ყოფნა და ამის ნაცვლად, მეზობლებთან ურთიერთობები გააუმჯობესოს. პროვოკაციულად განიხილეს ნატო-ს გენერალური მდივნისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მიერ ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის შესახებ გაკეთებული განცხადებები“,-ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სერგეი ლავროვის უწყება ასევე ლუგარის ლაბორატორიის თაობაზე საერთაშორისო ექსპერტების დასკვნებს ეჭვქვეშ აყენებს.

ცნობისთვის, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი 2019 წლის აპრილშია დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად