რუსეთის საგარეო უწყება თანამოქალაქეებს 3 თებერვალს თბილისში გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ თანამოქალაქეებს 3 თებერვალს თბილისში გადაადგილებისგან თავშეკავებას ურჩევს. შესაბამის განცხადებას სერგეი ლავროვის უწყება მიკრობლოგ “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

“3 თებერვალს, თბილისში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შენობის წინ სტუდენტების საპროტესტო აქცია იგეგმება. რუსეთის მოქალაქეებს რეკომენდაციით მივმართავთ, რომ მასობრივი თავშეყრის ადგილებში გდაადგილებისგან თავი შეიკავონ“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...