რუსეთის საგარეო უწყება აშშ-ში მედიის უფლებების დარღვევაზე შეშფოთებას გამოთქვამს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ხელისუფლებისგან მოითხოვს, სამართალდამცავების მიერ ჟურნალისტების მიმართ ძალადობის განხორციელება აღკვეთოს.

„მოვითხოვთ ამერიკის ხელისუფლებისგან, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა არ დაუშვან, რომ ჟურნალისტები ხდებოდნენ პოლიციელების მიერ ძალის გადამეტების სამიზნეები. შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ში მედიის უფლებებთან დაკავშირებით სიტუაცია ყოველდღიურად უარესდება“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

რუსეთი აცხადებს, რომ აშშ-ში, თეთრ სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციის გაშუქების დროს „სპუტნიკის“ პროდიუსერი ნიკოლ რუსელი დაშავდა, როცა მას სამართალდამცავებმა რეზინის ტყვიები ესროლეს მიუხედავად იმისა, რომ მან პოლიციას პრესის მოწმობა აჩვენა.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო უწყებებსა და ადამიანის უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ამ ინციდენტზე რეაგირება მოახდინონ,“- ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად