რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთის ელჩის მკვლელები დაისჯებიან!

თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელები დაისჯებიან, – აღნიშნულის შესახებ განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

მისი თქმით, ელჩის მოკვლა – ეს ტერაქტია და აღნიშნული საკითხი გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს დღის წესრიგში აუცილებლად ჩადგება. ანკარის მერი კი აცხადებს, რომ რუსეთის ელჩის მოკვლით რუსეთისა და თურქეთის ურთიერთობის გაფუჭება სურთ, – წერს Reuters-ი.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში, რუსეთის ელჩზე თურქეთში ანდრეი კარლოვზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა.

თავდასხმა თურქეთის დედაქალაქში, გამოფენაზე მოხდა, რომელიც ანკარის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში მიმდინარეობდა.

კარლოვის გარდა დაჭრილია კიდევ სამი ადამიანი. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელოვნების ცენტრში 15-20 გასროლის ხმა გაისმა. თავდამსხმელმა ჯერ დარბაზში მყოფ ადამიანებს გაუხსნა ცეცხლი, ხოლო შემდეგ ელჩს ესროლა. როგორც ცნობილი ხდება, თავდამსხმელი უკვე ლიკვიდირებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...