რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: თანამედროვე სამყაროში ბირთვული ომის საფრთხე არსებობს

თანამედროვე სამყაროში ბირთვული ომის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო TASS ავრცელებს.

”ბირთვული ომის საფრთხე არსებობს. უარყოფითი დინამიკა განსაკუთრებით გასულ წელს შეინიშნებოდა”,- განაცხადა მან.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები სულ უფრო მეტად ერიდებიან აღნიშნულ საკითხზე დისკუსიას, „დიალოგების არხებით მუშაობას ბლოკავენ”, ასევე მიზანმიმართულად მუშაობენ უსაფრთხოების და სტაბილურობის სფეროში ადრე განვითარებული ხელშეკრულების მექანიზმების განადგურების მიზნით.
სერგეი რიაბკოვის თქმით, ეს ყველაფერი მსოფლიოს სტაბილურობას აზიანებს. დიპლომატის აზრით, ბირთვულმა ძალებმა ომის დაუშვებლობა უნდა დაადასტურონ.

2019 წლის 2 თებერვალს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საშუალო და მცირე ზომის რაკეტების აღმოფხვრის ხელშეკრულებაში მონაწილეობის შეჩერების შესახებ განაცხადა. იმავე დღეს, რუსეთმაც ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალურად, ხელშეკრულება 2 აგვისტოს შეწყდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად