რუსეთის სადაზვერვო ხომალდი, თურქეთის სანაპიროსთან მომხდარი შეჯახების გამო, ჩაიძირა

შავი ზღვის ფლოტის რუსეთის სადაზვერვო ხომალდი „ლიმანი“, თურქეთის სანაპიროებთან, მშრალ ტვირთმზიდთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა.

შეჯახება შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მოხდა, ბოსფორის სრუტიდან 40 კილომეტრის დაშორებით.

რუსეთის თავდაცვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის ყველა წევრი გადარჩა და მათი ევაკუაცია განხორციელდა.

თურქული სააგენტოების ინფორმაციით, მთლიანობაში ევაკუირებულია 78 რუსი მეზღვაური.

ხომალდი, რომელსაც რუსული გემი შეეჯახა, ტოგოს დროშის ქვეშ ცურავს. მას ცხოველები გადაჰყავდა. როიტერსის ინფორმაციით, შეჯახება ცუდი ხილვადობის გამო მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად