რუსეთის რკინიგზას თესალონიკის პორტის შეძენა სურს

NULL

რუსეთის რკინიგზას გაფართოებს ამბიციური გეგმები აქვს და ექსპანსიის ახალ მიმართულებებზე ფიქრობს,  – განაცხადა რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ვლადიმერ იაკუნინმა.

2012 წელს ფრანგული ლოგისტიკური გიგანტის გეფკოს 75 პროცენტი აქციების 800 მილიონ ევროდ შეძენის შემდეგ, ევროპის ბაზარზე რუსული სახელმწფო კომპანიის აქტიურობამ მოიკლო. გეფკო მსოფლიოს 32 ქვეყანაში ოპერირებს და პარალელურად რუსეთის რკინიგზის ინტერესებსაც წარმოადგენს.

საბერძნეთში მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რკინიგზის ინტერესები ბერძნული სტრატეგიული ობიექტების შეძენისკენ არის მიმართული.

რუსეთის რკინიგზის უპირველეს ინტერესს თესალონიკის პორტი და რკინიგზის ოპერატორის TrainOSE შეძენა წარმოადგენს. მოლაპარაკებები მიმდინაროებს რამდენიმე სატრანსპორტო აქტივის შეძენაზეც, მათ შორის, მოძრავი შეამდგენლობის შემკეთებელი კომპანიის ROSCO-ს შეძენაზეც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...