რუსეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონს ბასტილიის აღების დღე მიულოცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, თავის ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს ბასტილიის აღების დღე მიულოცა. შესაბამისი ტექსტი კრემლის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

„წარსულის კეთილ ტრადიციებზე დაყრდნობით, რუსეთსა და საფრანგეთს ამ ეტაპზეც შეუძლიათ განავითარონ თანამშრომლობა პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ, ჰუმანიტარულ და სხვა სფეროებში“, – ნათქვამია გზავნილში.

რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და საფრანგეთის ურთიერთობა ძლიან მნიშვნელოვანია უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის ევროპაში და აგრეთვე მნიშვნელოვანი საერთაშორისო საკითხების გადაწყვეტისთვის.

1789 წლის 14 ივლისს, აჯანყებულებმა პარიზში შტურმით აიღეს ციხე-კოშკი ბასტილია და იქიდან შვიდი დაკავებული გაათავისუფლეს. სწორედ ამ მოვლენამ ჩაუყარა საფუძველი საფრანგეთის დიდ რევოლუცია. ამ მოვლენის აღნიშვნის შესახებ გადაწყვტილება კი 1880 წლის 6 ივლისს მიიღეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...