რუსეთის პატრიარქმა მოუწოდა არ იარონ ტაძრებში

ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს

რუსეთის პატრიარქმა კირილმა კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაციის გამო მრევლა ტაძარში სიარულისგან თავის შეკავება და ხელისუფლების მითითებებისადმი დამორჩილებისკენ მოუწოდა.

“თავი შეკავეთ ტაძრებში მისვლისგან. მე ამას არასოდეს ვიტყოდი, რომ არა საოცარი, წმინდა მაგალითი მაღალღირსება მარია ეგვიპტელისა”, – თქვა პატრიარქმა ქრისტე მაცხოვრის ტაძარში  საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას.

მარია ეგვიპტელის მაგალითი გვიჩვენებს რომ ტაძარში მისვლის გარეშეც შეიძლება გადარჩენა, – განაცხადა პატრიარქმა კირილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად