რუსეთის ორმა მოქალაქემ კარანტინზე მყოფი საკრუიზო ლაინერი დატოვა

რუსეთის ორმა მოქალაქემ, საკრუიზო ლაინერი Diamond Princess-ი, რომელიც იაპონიის ქალაქ იოკოჰამას პორტში კარანტინზე იმყოფება, დატოვა. მოქალაქეები რუსეთის საელჩოს ავტომობილით გადაიყვანეს.

გარდა ამისა, აღნიშნული ლაინერიდან, რუსეთის კიდევ ორი მოქალაქე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ამის შესახებ იაპონიაში რუსეთის საელჩო იუწყება. გემიდან გადმოიყვანეს მამაკაცი, რომელსაც ადრე 2019-nCoV ტიპის ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. იგი იაპონიაში, აიტის პრეფექტურაში, სპეციალურ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფება.

მის მეუღლეს კი ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა, თუმცა ისიც კანაგავას პრეფექტურის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

საკრუიზო ლაინერი Diamond Princess, იაპონიაში, იოკოჰამას პორტში კარანტინზე 4 თებერვლიდან იმყოფება. ლაინერზე კანარტინი მას მერე გამოცხადდა, რაც იქიდან ნაპირზე გადმოსულ ქალს ახალი კორონავირუსი დაუდგინდა. გემზე სულ 3,7 ათასი ადამიანი იმყოფება. ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციის მიხედვით, ვირუსი 500 მათგანს დაუდგინდა. იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, 21 თებერვალს, ყველა ჯანმრთელ მგზავრს ლაინერის დატოვების საშუალება ექნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად