რუსეთის კვლევის მიხედვით, ქვეყნის ყოველ მეოთხე მოქალაქეს თავი “პერესტროიკის მსხვერპლად” მიაჩნია

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მონაცემების მიხედვით, რუსეთის გამოკითხული მოსახლეობის 25%-ს თავი „პერესტროიკის მსხვერპლად“ მიაჩნია. კვლევის ახალ შედეგებს რუსული მედია აქვეყნებს.

გამოკითხულთა 70%-ს თავი „პერესტროიკის მსხვერპლად“ არ მიაჩნია, 5%-ს გაუჭირდა შეკითხვაზე პასუხის გაცემა. კვლევამ აგრეთვე აჩვენა, რომ აღნიშნულ მსხვერპლად თავს ძირითადად მიიჩნევენ 60 წლის და უფრო მაღალი ასაკის მქონე რესპონდენტები.

გამოკითხვამ აგრეთვე აჩვენა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობას (61%) მიაჩნია, რომ პერესტროიკის ეპოქამ რუსეთს ცუდი უფრო მეტი რამ მოუტანა, ვიდრე კარგი. გამოკითხულთა 24% კი საწინააღმდეგო აზრის არის, ეს ძირითადად ახალგაზრდა ადამიანები არიან, 18-დან 24 წლამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად